მიუხედავად იმისა, რომ „რიო 2016“-ის მთავარი ხიბლი მსოფლიოს წამყვანი სპორტსმენების ერთად ხილვა და სხვადასხვა შეჯიბრებებია, წლევანდელი ოლიმპიადის მთავარ ობიექტად ულამაზესი ბრაზილიელი მოდელი ჟიზელ ბუნდჰენი იქცა. მან ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე „მარაკანას“ სტადიონი Alexandre Herchcovitch-ის ულამაზესი კაბით გაიარა და ისტორიაში შევიდა, როგორც ყველაზე გრძელი Fashion walks-ის ავტორი.
ჟიზელმა პირველი კომენტარი გამოცემა Access Hollywood-თან გააკეთა. როგორც მან განაცხადა ეს მისთვის ძალიან ემოციური წუთები იყო და თავს იკავებდა, რომ სტადიონზე ტირილი არ დაეწყო.
„ვგრძნობ რა სიხარული და ბედნიერებაა ეს ყველაფერი. ბრაზილიელი ხალხი ძალიან სტუმართმოყვარე და მოსიყვარულეა. არ შემიძლია ამ ყველაფერს ემოციების გარეშე ვუყურო. მაშინაც კი, როდესაც სტადიონზე მივდიოდი მათგან უდიდეს სიყვარულს ვგრძნობდი, საოცარი მუხტი მოდიოდა ხალხისგან და მათი დამსახურებით ყველანაირი დაძაბულობა მომეხსნა. მე ვარ უზომოდ ამაყი იმით, რომ ვარ ბრაზილიელი, მე ვამაყობ ამ ხალხით“, - განაცხადა ჟიზელმა.