ჟურნალმა DJ Mag წლის წარმატებული DJ-ების სია წარმოადგინა. სიის სათავეში ცნობილი დიჯეი Martin Garrix მოექცა. 21 წლის ჰოლანდიელი არტისტი მეორედ მოხვდა საუკეთესო დიჯეების სიის სათავეში, ცოტა ხნის წინ ის მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა წარმატებულ დიჯეიდ აღიარეს.
სიაში Martin Garrix-ს ბელგიური დუეტი Dimitri Vegas & Like Mike მოსდევს, მესამე ადგილი კი ელექტრონული მუსიკის ტიტანს ჰოლადიელ მუსიკოსს Armin van Buuren-ს ხვდა წილად. ათეულში ასევე მოხვდნენ სხვა ცნობილი დიჯეებიც: Hardwell, Tiësto, The Chainsmokers, David Guetta, Afrojack, Steve Aoki და Marshmello.
1. Martin Garrix
2. Dimitri Vegas & Like Mike
3. Armin van Buuren
4. Hardwell
5. Tiësto
6. The Chainsmokers
7. David Guetta
8. Afrojack
9. Steve Aoki
10. Marshmello