ქართული OK! წარმოგიდგენთ ბლიცინტერვიუს ულამაზეს მსახიობ ნანკა კალატოზიშვილთან. რას აფასებს ყველაზე მეტად ნანკა ადამიანში, რას მიიჩნევს საკუთარ თავში ყველაზე დიდ ნაკლად, რას პატიობს ადვილად და რისი ეშინია ყველაზე მეტად – წაიკითხეთ მსახიობთან ექსკლუზიურ ინტერვიუში.
ნანკა, რა არის თქვენი დამახასიათებელი მთავარი თვისება?
პირდაპირობა.
ის, რასაც ყველაზე მეტად აფასებთ ადამიანში.
აზროვნების უნარი.
ის, რასაც ყველაზე მეტად აფასებთ მეგობარში.
ასევე აზროვნების უნარი, რადგან მისი მსოფლმხედველობიდან გამომდინარე ყალიბდება ადამიანი.
რას მიიჩნევთ თქვენს მთავარ ნაკლად?
ვფიქრობ, ზედმეტად პირდაპირი და ჯიუტი ვარ.
რომელია თქვენი საყვარელი საქმიანობა?
ჩემი პროფესია.
ნიჭი, რომელიც გსურთ გქონდეთ.
ძალიან მინდა ვმღეროდე, სმენა და ვოკალი მქონდეს.
რას ვერ იტანთ ყველაზე მეტად?
ძალიან მაღიზიანებენ ე.წ. მარტორქა ადამიანები, სწორხაზოვნად რომ აღიქვამენ მოვლენებს და არ აქვთ უნარი, საკითხს რამდენიმე მხრიდან შეხედონ.
ინტერვიუ უფრო ვრცლად წაიკითხეთ OK!-ის ოქტომბრის ნომერში...