რამდენიმე წლის წინ ინტერნეტსამყარო ერთი წყვილის ქორწილის ფოტოებით „აფეთქდა“. მართლაც ისეთი ლამაზები იყვნენ, საუბარი მათ შესახებ ნამდვილად ღირდა. შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისინი დაშორდნენ, თუმცა ახლა ყველაფერი სხვაგვარადაა – მოდელი მარიამ ხორგუაშვილი და ფეხბურთელი ლაშა კალანდაძე კვლავ ერთად არიან და თავს არაჩვეულებრივად გრძნობენ. ისინი OK!-ის ორი წლის შვილთან – დემეტრესთან ერთად ესტუმრნენ.
როგორ დაიწყო თქვენი სიყვარულის ისტორია?
(მარიამი): თავიდან სოციალური ქსელიდან ვიცნობდით ერთმანეთს, ხოლო შემდეგ უკვე ჩვენმა საერთო მეგობარმა შეგვახვედრა. ყველაფერი ძალიან სპონტანურად მოხდა.
(ლაშა): პირველსავე შეხვედრაზე უკვე ნათელი იყო ყველაფერი – რომ ერთმანეთი მოგვწონდა.
(მარიამი): შეყვარებულები დიდხანს – დაახლოებით სამი წელი ვიყავით, შემდეგ კი დაოჯახება გადავწყვიტეთ.
განსაკუთრებული სიურპრიზები თუ გაგიკეთებიათ ერთმანეთისთვის?
(ლაშა): სიურპრიზები მარიამისგან უფრო მახსოვს. სანამ მოვიდოდი, ისე რთავდა და ისე ლამაზად მახვედრებდა ხოლმე სახლს, რომ ჩემში ნამდვილად აღფრთოვანებას იწვევდა.
თქვენს ქორწილზე ყველა საუბრობდა...
(მარიამი): განსაკუთრებულად არაფერი დაგვიგეგმავს. ფოტოებმა საზოგადოებაში აღფრთოვანება გამოიწვია. მართლაც საოცარი ფოტოები იყო.
როგორი შეგრძნებაა ასე უცბად მოვარდნილი პოპულარობა?
(მარიამი): ძალიან კარგი. საერთოდ არ მიქმნის დისკომფორტს, პირიქით.
(ლაშა): ხალხისგან გვაქვს ძალიან დიდი სითბო და სიყვარული. სადაც მივდივართ, ყველგან კარგად გვხვდებიან, გვცნობენ და ეს უზომოდ გვახარებს. სასიამოვნოა, დადებითად მოქმედებს, თუმცა, რა თქმა უნდა, ცუდი მომენტებიც ახლავს – თბილისი პატარა ქალაქია და ჭორებიც, შესაბამისად, ბევრია.
ინტერვიუ უფრო ვრცლად წაიკითხეთ OK!-ის სექტემბრის ნომერში...