თავიდან რამდენიმე პროექტი საცდელად ჩაატარა, თუმცა შემდეგ უკვე მიხვდა, რომ ეს ზუსტად მისი საქმეა და სწორედ აქედან დაიწყო ის, რამაც შემდეგში საოცარი შედეგი გამოიღო. „ნატო დუმბაძე“ – როდესაც ამ სახელს და გვარს გავიგებთ, მისი ყველა წარმატებული პროექტიც გვახსენდება. დადებითობა და სილაღე მისი თანამგზავრია. ვერასოდეს ნახავთ მოწყენილს. სწორედ ამიტომ, ხალხის სიყვარული მუდამ თან სდევს. OK! ის სტუმარი პროდიუსერი ნატო დუმბაძე გახლავთ.
როდის გადაწყვიტეთ, რომ პროდიუსერი უნდა ყოფილიყავით?
მთელი ცხოვრება რაღაცას ვაშენებ. დავიწყებ იმით, რომ ავაშენე კარგი ოჯახი, მერე ვიყიდე სახლი. ამ ყველაფერს რომ მოვრჩი, უკვე ორი შვილი მყავდა. პირველი შვილი მე გავზარდე, მეორე შვილზე დამხმარე მყავდა, ამიტომ დრო დამრჩა და ვფიქრობდი, რა გამეკეთებინა. ჩემი მეგობარი – სალომე ტყაბლაძე, რომელიც დიზაინერია, კიევში მიიწვიეს და მეორე ადგილი აიღო. მაშინ ვუთხარი სალომეს, პერსონალური ჩვენება საქართველოში არ გქონია, მოდი გავაკეთოთ-მეთქი, და გავაკეთეთ. ყველაფერმა ანშლაგით ჩაიარა. მაშინ გავიცანი ბაკურ ბაკურაძეც. შემდეგ უკვე ეს ტემპი ვეღარ დავაგდე და იქვე მოვიფიქრე ჩემი საყვარელი მეგობრისა და მომღერლის – სოსო პავლიაშვილის კონცერტი.
რა სირთულეებთანაა დაკავშირებული თქვენი პროფესია?
ვისთანაც მიმუშავია, ყველა სრულფასოვან ოჯახის წევრად მიმიღია. 1990-იან წლებში ძალიან რთული პერიოდი გვაქვს გამოვლილი. კონცერტის ჩატარება, რა თქმა უნდა, რთული იყო. არ არსებობდა გათბობა, არ გვიწყობდა ხელს ტექნიკური მხარე, თუმცა ეს იმდენად სასიამოვნო ფორიაქია, რომ სირთულე არაფერშია. უბრალოდ, კარგად უნდა იცოდე შენი საქმე.
ოჯახი როგორ ეგუებოდა თქვენს დატვირთულ გრაფიკს?
ჩემს მეუღლეს თავიდან ეგონა, რომ ვერთობოდი. ჩავატარე ერთი კონცერტი, შემდეგ მეორე. ბუნებრივია, ღამეების გათენებაც მიწევდა, მაგრამ დროს საკმაოდ კარგად ვანაწილებდი. არც ჩემს შვილს და არც მეუღლეს ჩემგან ყურადღება არ მოჰკლებიათ. უდიდესი ნდობა იყო ჩვენ შორის.
ინტერვიუ უფრო ვრცლად წაიკითხეთ OK!-ის სექტემბრის ნომერში...