როდესაც შვილი პირველად მიგყავს სკოლაში, ემოცია, რა თქმა უნდა, მატულობს და მაქსიმალურად ცდილობ ეს დღე შვილს ისე გაულამაზო, რომ არასოდეს დაავიწყდეს. სწორედ ასე იქცევიან მომღერალი თიკა ჯამბურია და ჟურნალისტი ხატია სიჭინავა, რომლებსაც შვილები წელს პირველად მიჰყავთ სკოლაში. როგორც მშობლები ამბობენ, მათი გოგონები – ნინა და გაბრიელა, საკმაოდ მომზადებულები არიან და წერა-კითხვა უკვე იციან. ისინი OK!-ის ობიექტივში მოხვდნენ.
ხატია, როგორ ემზადებით გაბრიელას სკოლაში შესაყვანად?
ფაქტობრივად, მეც სკოლაში შევდივარ. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს თვითონ ვიწყებ პირველ კლასს. ავარჩიე სკოლა, სადაც იქნება ფორმა, იმიტომ, რომ ტანსაცმელზე ზრუნვა და მომენტი – „იმას ეს აცვია“, „ამას ის აცვია“, არ მინდოდა ყოფილიყო. მოსამზადებელზე უკვე დადიოდა, რათა შეჩვეოდა კლასელებს და მათთან ერთად გადავა უკვე პირველ კლასში. თვითონ ჯერ ვერ ხვდება, რაშია საქმე. უხარია სწავლის დაწყება და იმედია, ასე იქნება 12 წლის განმავლობაში. პირველკლასელებისთვის უკვე ისეთი პროგრამაა, რომ ადვილად იღლებიან ბავშვები.
თავად როგორი ემოციები გქონდათ, პირველად რომ შეხვედით სკოლაში?
მეცვა ძალიან მოკლე, გოფრეს ქვედაბოლო და თეთრბაბთებიანი პერანგი. ჩვენს ბავშვობაში სხვა დრო იყო და სხვათა შორის, ოქტომბრელობაც მომიწია.
რამდენად მომზადებული შედის სკოლაში გაბრიელა?
იცის კითხვაც, წერაც. ფრანგულ სკოლაში შემყავს და მოსამზადებელზე ყველაფერი ასწავლეს, პირველი კლასის ბაზა შექმნილი აქვს. გაკვეთილები როგორი დატვირთვით ექნება, ჯერ არ ვიცით. კარგად იცის ინგლისურიც და რუსულიც.
ინტერვიუ უფრო ვრცლად წაიკითხეთ OK!-ის სექტემბრის ნომერში...