როდესაც შვილი პირველად მიგყავს სკოლაში, ემოცია, რა თქმა უნდა, მატულობს და მაქსიმალურად ცდილობ ეს დღე შვილს ისე გაულამაზო, რომ არასოდეს დაავიწყდეს. სწორედ ასე იქცევიან მომღერალი თიკა ჯამბურია და ჟურნალისტი ხატია სიჭინავა, რომლებსაც შვილები წელს პირველად მიჰყავთ სკოლაში. როგორც მშობლები ამბობენ, მათი გოგონები – ნინა და გაბრიელა, საკმაოდ მომზადებულები არიან და წერა-კითხვა უკვე იციან. ისინი OK!-ის ობიექტივში მოხვდნენ.
თიკა, სანამ სკოლის დატვირთული რეჟიმი დაწყებულა, როგორ დაისვენეთ თქვენ და ნინამ?
წყნეთში ვიყავით მთელი ოჯახი. წელს ძალიან ხშირად მიწევდა აჭარაში ჩასვლა. თან ვმღეროდი, თან ვისვენებდი.
რა პროცედურებს გადის ნინა სკოლაში წასვლამდე?
ნინა ძალიან ბეჯითი გოგოა და სკოლაში წასვლამდე წერა-კითხვა ისწავლა, რაც ძალიან მიხარია. თითქმის ყოველდღე კითხულობს და ყოჩაღი გოგოა. შემპირდა, რომ ძალიან კარგად ისწავლის. კარგად მღერის, თუმცა, რომ გითხრათ ძალიან მინდა მომღერალი გამოვიდეს-მეთქი, მოგატყუებთ.
რატომ არ გსურთ, რომ სიმღერას გაჰყვეს?
მირჩევნია სხვა, გაცილებით ძლიერი პროფესია აირჩიოს. თან ისეთ სკოლაში შემყავს, სადაც სწავლა ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ უმჯობესია სწავლას დიდი ყურადღება დაუთმოს. უზომოდ მინდა ექიმი გახდეს, იმიტომ, რომ ნინას დიდი ბებია და ბაბუა ყელ-ყურის ძალიან ცნობილი ექიმები იყვნენ. ბიძგს ამ მიმართულებით ვაძლევ და ვნახოთ, რა იქნება.
ინტერვიუ უფრო ვრცლად წაიკითხეთ OK!-ის სექტემბრის ნომერში...