მომღერალი კახაბერ ცისკარიძე ბათუმის მერის არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს, ვინაიდან მან შესაბამისი განაცხადის შეტანა დააგვიანა. როგორც კახაბერმა დასაწყისში განაცხადა, მას არჩევნებში მონაწილეობა იმიტომ სურდა, რომ ბათუმს მისთვის ბევრი სიკეთე აქვს გაკეთებული. მომღერალს სლოგანიც ჰქონდა: "კახაბერი უნდა გადაიქცეს „კახა მერად“, თუმცა განაცხადის დაგვიანების გამო გეგმები ჩაიშალა.