პრესტიჟულ ამერიკულ კინოპრემიაზე, „ოსკარზე“ საქართველოს კანდიდატი ფილმი 30 აგვისტოს გამოვლინდება. 2 აგვისტოს ეროვნულმა კინოცენტრმა განაცხადების მიღება დაიწყო, რომელიც 11 აგვისტოს დასრულდა. „ოსკარზე“ საქართველოს კანდიდატი ფილმის სტატუსის მოსაპოვებლად წელს შემდეგი 4 ქართული ფილმი იბრძოლებს:
„ჩემი ბედნიერი ოჯახი”-რეჟისორები: ნანა ექვთიმიშვილი და სიმონ გროსი
„მძევლები”-რეჟისორი: რეზო გიგინეიშვილი
„საშიში დედა”-რეჟისორი: ანა ურუშაძე
„ლუკა”-რეჟისორი: გიორგი ბარაბაძე
ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოების ცერემონია 2018 წლის 4 მარტს ლოს ანჯელესში, „დოლბის“ კინოთეატრში გაიმართება.