ქართული OK!-ის სტუმრები ცნობილი ქართველი მსახიობი გიორგი ბაბლუანი და მისი ულამაზესი მეუღლე – პარიზში მომუშავე სერბი სუპერმოდელი ბოიანა პანიკი არიან. ულამაზესი წყვილი ორ შვილს ზრდის და აქტიური შემოქმედებითი ცხოვრებითაა დაკავებული. როგორ გაიცნეს გიორგიმ და ბოიანამ ერთმანეთი და როგორ განვითარდა მათი სიყვარულის ისტორია – ბაბლუანების წყვილთან ექსკლუზიური ინტერვიუ „შატო მუხრანში“ ჩაიწერა.
ბოიანა, გიორგი, თუ შეიძლება მოუყევით OK!-ის მკითხველებს თქვენი სიყვარულის ისტორია. როგორ გაიცანით ერთმანეთი?
(გიორგი): მე და ბოიანამ ერთმანეთი 2008 წელს გავიცანით, ფილმში ერთად ვიღებდით მონაწილეობას. პირველად რომ დავინახე, ისეთი შთაბეჭდილება მქონდა, თითქოს უკვე კარგად ვიცნობდი. გადაღების პროცესში ძალიან დავახლოვდით და ასე დაიწყო ყველაფერი. შემდეგ ერთ სპექტაკლზე დავპატიჟე. 45 წუთი დამაგვიანდა პაემანზე და როცა მივედით, სპექტაკლი უკვე კარგა ხნის დაწყებული იყო, დარჩენას აზრი აღარ ჰქონდა. ბოდიშის მოსახდელად რესტორანში დავპატიჟე.
(ბოიანა): პირველად რომ შევხვდი გადაღებებზე, არც მიფიქრია ჩემით თუ დაინტერესდა. მე თავიდანვე ბევრს ვფიქრობდი გიორგიზე, თვითონ კი ძალიან ჩართული ჩანდა გადაღების პროცესში.
რა იყო პირველი შთაბეჭდილება ერთმანეთის მიმართ? რით მოგხიბლათ ერთმანეთმა?
(გიორგი): ბოიკა რაღაცნაირი, სიკეთის მატარებელი ადამიანია და ეს მაშინვე ვიგრძენი, როგორც კი გავიცანი. ძალიან დადებითი. კეთილია და კიდევ – იუმორის არაჩვეულებრივი გრძნობა აქვს.
(ბოიანა): გიორგი სხვებს არ ჰგავდა – სხვა მამაკაცებივით, გაცნობისთანავე არ გადმოსულა შეტევაზე, არ შევუწუხებივარ. ამით მომხიბლა.
როგორ გაგრძელდა თქვენი სიყვარულის ისტორია?
(გიორგი): გადასაღებ მოედანზე ყოფნის 1 თვის შემდეგ უკვე ერთად გადავედით საცხოვრებლად. კოტეჯებში ვცხოვრობდით, ჩვენი სახლები ერთმანეთის გვერდით იდგა. ჯერ მეზობლები ვიყავით, შემდეგ კი ერთად დავიწყეთ ცხოვრება. ოფიციალურად მხოლოდ 5 წლის შემდეგ ვიქორწინეთ. პირველი შვილი უკვე გვყავდა, რომელიც შეხვედრიდან 1 წლის შემდეგ გაგვიჩნდა.
(ბოიანა): სპონტანურად დაიწყო ყველაფერი და მალევე განვითარდა. მაშინ ნამდვილად არ ვგეგმავდი ვინმეს შეყვარებას, მაგრამ ასე მოხდა. ჩვენ მენტალიტეტის კუთხითაც ახლოს ვდგავართ და ადვილად გავუგეთ ერთმანეთს. ძალიან მალე განვითარდა მოვლენები.
ინტერვიუ უფრო ვრცლად წაიკითხეთ OK!-ის აგვისტოს ნომერში...