ნინო, სულ ახლახან დაუბრუნდით, როგორც თავად აღნიშნეთ, „დიდ ავიაციას“. როგორი იყო ტელევიზიის გარეშე გატარებული წლები და როგორი ემოციებით დაუბრუნდით საყვარელ საქმეს?
ტელევიზიის გარეშე გატარებული წლები ცოტა უჩვეულო, მაგრამ ახალი გამოცდილებების მიღებით იყო დატვირთული. თავდაპირველად წელიწადი და 3 თვე საერთოდ არ ვმუშაობდი, შინ ვიყავი და მთელი დრო ბავშვებს დავუთმე. საკმაოდ შეიცვალა ჩემი ცხოვრება. შემდეგ იყო ორწლიანი გამოცდილება ჯანდაცვის სამინისტროში, სადაც მედიისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით ვმუშაობდი და, შეიძლება ითქვას, ჩემს სფეროსთან ახლოს ვიყავი. მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, არ იყო ტელევიზია. როგორც კი „TV პირველისგან“ შემოთავაზება მივიღე, ბევრი არც მიფიქრია, მაშინვე დავთანხმდი.
რატომ „TV პირველი“?
იმიტომ, რომ პირველი და უმთავრესი, რაც არის ჩემთვის – ეს გახლავთ ერთადერთი სრულიად დამოუკიდებელი და თავისუფალი ტელევიზია, რომელიც არც ერთი პოლიტიკური ძალის გავლენის ქვეშ არ არის. გარდა ამისა, მიმაჩნია, რომ ამ არხს აქვს წინსვლის დიდი რესურსი – თუნდაც იმ გამოცდილი ჟურნალისტებისა და ცნობილი სახეების გათვალისწინებით, რომლებიც აქ მუშაობენ. ამდენად, ერთგვარი გამოწვევაც იყო და მომხიბლავი წინადადებაც აქ მუშაობის დაწყება. ასე აღმოვჩნდი გულით და სულით ჩემს კოლეგებთან.
ინტერვიუ უფრო ვრცლად წაიკითხეთ OK!-ის ივლისის ნომერში...