სერიალ "ჩემი ცოლის დაქალების" მსახიობის ანი ჩირაძეს, იგივე "ჩიკას" გარშემო აჟიოტაჟი არ წყდება. გამოჩენის დღიდან მაყურებლის ყურადღება განსაკუთრებით მიიქცია და მეტიც, უმეტესობამ მისი მიბაძვა დაიწყო. მიუხედავად პოპულარობისა, ანი ჟურნალისტებთან არ ჩნდება და ინტერვიუზე უარს ამბობს. თუმცა, OK!-იმ გუშინ სერიალში მისი დაქალების თამუნა ქორქიას, ნინო ნოდიას და ქეთი წიქვაძის ჩაწერა მოახერხა.
როგორ მოირგეთ როლი და როგორია "ჩიკას დაქალობა"?
თამუნა ქორქია: რეალურად ჩვენ ყველა მეგობრები ვართ, ისე ძალიან კარგად მოვირგე როლი.
ნინო ნოდია: მე მე ვარ, ეს ზუსტად ვიცი. არ ვთამაშობ, რაც ვარ ცხოვრებაში, ის ვარ სერიალშიც.
სერიალის სეზონი დასრულდა. გიჭირთ შეგუება?
ქეთი წიქვაძე: ძალიან გამიჭირდა. სპონტანურად უცებ რაღაც შემოვარდა ჩემს ცხოვრებაში და გავარდა. ამ ყველაფრის გათავისება ვერ მოვასწარით. მგონია, რომ შემდეგ სეზონში ჩვენი როლი გაგრძელდება.
ანი ჩირაძე "ჩიკა" მედიასთან არ კონტაქტობს, თქვენ მითხარით, როგორია ის რეალურ ცხოვრებაში?
ნინო ნოდია: "ჩიკა" არის ძალიან სადა. ის, რასაც თამაშობს რომ გავლენით გაფუფუნებულია, ასეთი არ არის. პირიქით, არასდროს არ ჩაიცვამს რეალურ ცხოვრებაში ისე, როგორც სერიალში აცვია. არასდროს ეყოლებოდა ისეთი მანქანა, როგორიც სერიალში ჰყავს. მოკლედ, სადა ადამიანია.