მაიკლ ფასბენდერი და ალისია ვიკანდერი სულ მალე დააკანონებენ ურთიერთობას. ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და განსაკუთრებული წყვილი საკმაოდ იშვითად ასაჯაროებს ფოტოებსა თუ სხვადასხვა ინფორმაციას პირადი ცხოვრების შესახებ. ისინი ხშირად მოგზაურობენ ევროპის ქვეყნებში და ძირითად თავისუფალ დროს მუზეუმებისა და ახალი ადგილების აღმოსაჩენად იყენებენ.
პრესის ინფორმაციით ამ მოგზაურობის გამო მაიკლი ახალ პროექტს მოგვიანებით შეუერთდება. მსახიობმა საყვარელ ქალს ხელი სიყვარულის ქალაქში, პარიზში სთხოვა. ცოტა ხნით ადრე კი მაიკლმა ალისიას ერთად ცხოვრება შესთავაზა. აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე მაიკლს არავისთან ერთად არ უცხოვრია. ამიტომ მისთვის ეს გადაწყვეტილება საკმაოდ სერიოზული განაცხადია.
როგორც სჩანს ის ფაქტი, რომ ამ ეტაპზე მსახიობები პლანეტის სხვადასხვა კონტინენტზე მუშაობენ მხოლოდ და მხოლოდ ამყარებს მათ ურთიერთობას.
40 წლის ფასბენდერი და 28 წლის ვიკანდერი ერთმანეთს 3 წლის წინ შეხვდნენ ფილმ The Light Between Oceans-ის გადაღებებზე.