ივნისის შუა რიცხვებში პრესისთვის ცნობილი გახდა რომ კრიშტიანუ რონალდუ სუროგატი დედის დახმარებით ტყუპების მამა გახდება. ეს ინფორმაცია გასულ კვირას დადასტურდა , როცა ფეხბურთელმა ოფიციალურ ინსტაგრამზე პატარებთან ერთად გამოაქვეყნა ფოტო. ამის შემდეგ კრიშტიანუ თავს იკავებდა სოციალურ ქსელში აქტიურობისგან, თუმცა გუშინ მისი ექაუნთი ყველაზე ნახვადი ახალი ფოტოს წყალობით გახდა.
კადრში რონალდუ და მისი უფროსი შვილი კრიშტიანუ უმცროსი არიან, სპორტსმენს მატეო უჭირავს, შვილს კი ევა.
შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ რონალდუ უმცროსი ასევე სუროგატი დედის დახმარებით დაიბადა. პრესისთვის გასაიდუმლოებულია სუროგატი დედების ვინობა. სულ მალე კი ფეხბურთელი მეოთხეჯერ გახდება მამა, ამჯერად მისი შვილის დედა სპორტსმენის შეყვარებული, ჯორჯინა როდრიგესია.