დროსთან ერთად მსახიობის პირადი ცხოვრება სულ უფრო მეტად იცვლება. სულ ცოტა ხნის წინ, 30 მაისს ერთ-ერთ წვეულებაზე სკარლეტმა მსახიობი კოლინ ჯოსტი გაიცნო. წყვილმა მალევე გამონახა საერთო ინტერესები. ტაბლოიდები აქტიურად წერდნენ მსახიობის ახალი რომანის შესახებ, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ დაშორდა მეუღლეს, რომან დორიაკს.
ამის შემდეგ, ორ კვირაში მსახიობი სულ სხვა მამაკაცის გვერდით დააფიქსირეს. იოჰანსონის ადვოკატი, კევინ იორნი ხელჩაკიდებული სეირნობდა სკარლეტთან ერთად ნიუ-იორკის ქუჩებში.
როგორც სჩანს, მსახიობმა გადაწყვიტა საბოლოოდ აუბნიოს გზა პაპარაცებს და რამდენიმე დღის წინ კოლინ ჟოსტის მშობლების გასაცნობად გაემგზავრა. მსახიობის მეგობრების ინფორმაციით სკარლეტი ამ ეტაპზე თავს ძალიან კომფორტულად გრძნობს.