რამდენიმე თვის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ რაიან გოსლინგი და ევა მენდესი დაშორებისგან მხოლოდ შვილების გამო იკავებენ თავს. ვარსკვლავური წყვილი ამ ვერსიას არ ეხმიანება. ცოტა ხნის წინ რაიან გოსლინგი უფროს ქალიშვილთან - ესმერალდასთან ერთად მარტო დააფიქსირეს. სწორედ ეს გახდა მივიწყებული ჭორების განახლების საბაბი. ვნახოთ როგორ განვითარდება წყვილის პირადი ცხოვრება.
შეგახსენებთ, რომ მსახიობებმა ერთმანეთი ფილმ ,,ადგილი ფიჭვების ქვეშ“-ის გადაღებების დროს გაიცნეს. მათი პირველი შვილი ორი წლის შემდეგ დაიბადა. მეორე გოგონა კი 2016 წლის გაზაფხულზე შეეძინათ.