მსახიობი და ნინა აგდალი ერთმანეთს რამდენიმე თვის წინ დაშორდნენ. Victoria’s Secret -ის ანგელოზს და ლეონარდოს ჰოლივუდში ერთ-ერთ ყველაზე მყარ წყვილად განიხილავდნენ და თვლიდნენ, რომ ამჯერად მსახიობი მზად არის ურთიერთობის დასაკანონებლად.
დაშორების შემდეგ დასავლური ტაბლოიდები აქტიურად განიხილავენ წყვილის პირად ცხოვრებას. რამდენიმე ხნის წინ ინფორმაცია გავრცელდა იმის შესახებაც, რომ მსახიობი კრისტენ სტიუარტის შეყვარებულს, სტელა მაკსველს ხვდება.
ნინა კი პირადი ცხოვრების დამალვას ამჯობინებს. აგდალი ბოლო დღეებში მსახიობ, კრისტი ბრინკლის 22 წლის შვილთან ერთად შეამჩნიეს. ნინა და ჯეკ ბრინკლი-კუკი სეირნობის დროს დააფიქსირეს. როგორც აღმოჩნდა მოდელი და მისი ახალი რჩეული შაბათ-კვირას ჯეკის დის დაბადების დღის აღსაღნიშნად წავიდნენ.
შეგახსენებთ, რომ ნინა აგდალი და ლეონარდო დიკაპრიო 2016 წლიდან ხვდებოდნენ ერთმანეთს. მიუხედავად იმისა, რომ ლეონარდოს მეგობრები ამტიცებდნენ , რომ ამჯერად ყველაფერი სერიოზულადაა, წყვილი ერთმანეთს 1 წელში დაშორდა. დაშორების მიზეზად მათი გადატვირთული გრაფიკი სახელდება.