მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთელის რჩეულის ირგვლივ ჭორები ჯერ კიდევ მაისში გაჩნდა, წყვილი ამ ფაქტს არ ადასტურებდა.
თუმცა ჩასაფრებულ პრესას ვერსად დაემალები. ჯორჯინა როდრიგესი ხუთი თვის ორსულია და სულ მალე გახდება დედა. როგორც გაირკვა კრიშტიანუ რონალდუმ დნმ-ის ტესტიც კი მოითხოვა ეჭვების გასაფანტად.
როგორც სჩანს, გულწრფელი ურთიერთობები კრიშტიანუს არასდროს ხიბლავდა. სწორედ ეს გახდა მისი და ირინა შეიკის დაშორების მიზეზი. შეგახსენებთ,რომ სუპერმოდელი ამ ეტაპზე მსახიობ, ბრედლი კუპერთან ერთად ცხოვრობს და ერთ საერთო შვილს გოგონას ზრდიან.
როდრიგესმა და რონალდუმ ერთმანეთი Dolce & Gabbana-ს ჩვენებაზე გაიცნეს. წყვილის ამპლუაში კი პირველად ,,ოქროს ბურთის” დაჯილდოვებას დაესწრნენ.
ვნახოთ როგორ განვითარდება წყვილს თანაცხოვრება.