ორი კვირის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბექჰემების ოჯახი დანგრევის პირასაა. თუმცა წყვილი ამ ინფორმაციას არ ადასტურებს და ბედნიერად წარსდგნენ უფროსი ვაჟის, ბრუკლინ ბექჰემის წიგნის პრეზენტაციაზე.
ბექჰემის პირველი წიგნი What I See ძირითადად ფოტო დოკუმენტებზეა აგებული. პირველი ჯერისთვის ახალგაზრდა ფოტოგრაფმა კარიერის დასაწყისში საკმაოდ წარმატებული სტარტი აიღო.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ ცნობილი ადამიანები და ასევე მისი ოჯახის სხვა წევრებიც, ბრუკლინის ძმები რომეო და კრუზი.
შეგახსენებთ, რომ სამივე ვაჟის გარდა დევიდ და ვიქტორია ბექჰემებს 5 წლის გოგონა, ჰარპერ ბექჰემი ჰყავთ. მათი თანაცხოვრება კი 18 წელს ითვლის.