რამდენიმე ხნის წინ ნაომი კემპბელმა აღნიშნა, რომ რიანასთან მეგობრობას აღარ აპირებს, თუმცა კონკრეტულ მიზეზებზე არ უსაუბრია. 28 ივნისს პაპარაცული ფოტოები გავრცელდა, სადაც რიანას და ნაომის ყოფილი პარტნიორი ესპანეთში, საცურაო აუზში ატარებენ უქმეებს.
უცნობია როდის დაიწყო ვარსკვლვავების სასიყვარულო სამკუთხედი, თუმცა ფაქტია მომღერალმა სუპერმოდელს Met Gala- ს ცერემონიალზე თვალი აარიდა და ცალ-ცალკე წარსდგნენ წითელ ხალიჩაზე.
2016 წელს რიანა და დრეიკი მოულოდნელად დაშორდნენ. ამის შემდეგ მომღერალი ხშირად აღნიშნავდა, რომ ახალი ურთიერთობებისთვის მზად არ არის. შეგახსენებთ, რომ 2009 წელს ბარბადოსელი ლამაზმანი ფიზიკური ძალადობის მსხვერპლიც გახდა. კრის ბრაუნი მას სიტყვიერი შეკამათების დროს ფიზიკურად გაუსწორდა.
მიუხედავად იმისა, რომ რიანას ახალი შეყვარებული მანამდე ნაომი კამბელთან ერთად დააფიქსირეს, დასავლური პრესა ჯერ-ჯერობით მისი ვინაობის შესახებ დამატებით ინფორმაციას არ აქვეყნებს.