როგორც სჩანს, წლებთან ერთად ჭარბი წონა ვარსკვლავებსაც აწუხებთ და ხშირად ზედმეტ კილოგრამებთან ბრძოლის ნაცვლად გარდერობის განახლებას ამჯობინებენ.
1 ნელი ფურტადო
გასულ წლებში მომღერალი ხშირად იქცევდა ყურადღებას იდეალური ფორმების წყალობით. კანადელმა მომღერალმა წონის მომატების შემდეგ ორიგინალური ჩაცმულობის მორგება სცადა, თუმცა განსხვავებული ტანისამოსი ზედმეტ კილოგრამებს საკმარისად კარგად ვერ ფარავს.
2. მერაია კერი
ახალგაზრდა პარტნიორთან დაშორების შემდეგ მერაია კერიმ მოკლე დროში 7 კილოგრამი მოიმატა. მიუხედავად იმისა, რომ ვარსკვლავი არასდროს გამოირჩეოდა იდეალური ფორმებით გარეგნულმა ცვლილებებმა მნიშვნელოვნად შეცვალა მისი ვიზუალი.
3. ოლივია უაილდი
ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ლამაზმანი არასდროს ერიდებოდა კამერასთან გაშიშვლებას. ეს არც იყო გასაკვირი თუ კარგად დავაკვირდებოდით მის იდეალურ ფიგურას.
მას შემდეგ, რაც ოლივიამ მეორე ბავშვი გააჩინა მსახიობი ჯერ კიდევ არ ჩქარობს ფორმაში ჩადგომას. თუმცა ფაქტია, ვარსკვლავმა კარგად იცის როგორ უნდა დამალოს ზედმეტი კილოგრამები შესაფერი ტანისამოსის წყალობით.
4 რიანა
რიანას სხეულის ცვლილებები დასავლური ტაბლოიდების საყვარელი თემაა. ნახევარი წლის განმავლობაში მომღერალმა 15 კილოგრამამდე მომატება მოასწრო. როგორც სჩანს, ბარბადოსელი ლამაზმანი საერთოდ არ განიცდის ამ ფაქტს და უბრალოდ არასასურველი კილოგრამების დასაფარად გარდერობის შეცვლა გადაწყვიტა. თამამი კაბები დროებით oversize ტანისამოსმა ჩაანაცვლა.