ქართული OK!-ის სტუმარი უნიჭიერესი ფოტოგრაფი მარი ნაკანია – ფერების, სტილისა და ფოტოხელოვნების ვირტუოზი, რომელიც სიამოვნებით გვესაუბრა თავის საქმეზე, ოჯახსა და სამომავლო გეგმებზე. რას ნიშნავს სიყვარული მარი ნაკანის აზრით, და არის თუ არა ეჭვიანი შეყვარებული – წაიკითხეთ ფოტოგრაფთან ექსკლუზიურ ინტერვიუში.
მარი, რას ნიშნავს თქვენთვის თქვენი საქმე – ფოტოგრაფია?
ჩემი საქმე თვითგამოხატვის საუკეთესო ფორმაა ჩემთვის და ამავე დროს – დიდი ასპარეზი. ეს არის პასუხისმგებლობის განცდა საკუთარ თავთან, რომ განვვითარდე. ფოტოგრაფია ამოუწურავი სფეროა – ვერასოდეს ვაღწევ იმ წერტილს, რომ ბოლომდე კმაყოფილი ვიყო.
ვიცით, რომ „ჯიპაში“ და ნიუტონის სკოლაში ფოტოხელოვნებას ასწავლით. რამდენად სასიამოვნო პროცესია საკუთარი ცოდნისა და გამოცდილების მოსწავლეებისთვის გადაცემა?
ჩემთვის ეს ძალიან სასიამოვნო პროცესია. პლასტელინისგან უამრავი ფიგურის გამოძერწვას შევადარებდი – განსაკუთრებით მაშინ, როცა ამდენი ნიჭიერი ბავშვია ჩემ გარშემო. ზოგს ფერის კარგი აღქმა აქვს, ზოგს სტილის, რამდენიმეს კი იმის, რომ ორგანიზება გაუწიონ გადაღებებს. ასევე, იგონებენ სცენარს და ასე ღვივდება ნიჭის მარცვალი, რომელიც ისედაც დევს მათში. „მებაღე“ გამოვდივარ, რომელიც კარგად უვლის თავის „მცენარეებს“ და შემდეგ ხარობს მათი აყვავებით.
ინტერვიუ უფრო ვრცლად წაიკითხეთ ჟურნალ OK!-ის ივნისის ნომერში...