ბოლო პერიოდში ქართველი დიზაინერის კაბებს ცნობილი ჰოლივუდის ვარსკვლავები ირგებენ. მათი წარმატება საქართველოს ფარგლებს გასცდა, რაც ძალიან სასიხარულოა. უამრავი ჩვენება მილანში და მოდის კრიტიკოსების მოწონება მათ მიმართ. ერთ–ერთი ასეთი ქართველი დიზაინერია გიორგი ქებურია, რომლის კაბაც ლედ გაგამ მოირგო და ინსტაგრამის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა. ამის შესახებ OK! გიორგის დაუკავშირდა:
გიორგი ქებურია: "მეგობარმა გამომიგზავნა ფოტო და ძალიან მოულოდნელი იყო ეს ჩემთვის. მე არ მქონდა აქამდე ნანახი, თუმცა ჩემი ლუქები დატოვებული იყო. არ ვიცი, სხვა ვარსკვლავებიც თუ მოირგებენ ჩემს შექმნილ სამოსს, მაგრამ ეს მხოლოდ და მხოლოდ გამახარებს. რაც შეეხება lady gaga–ს, მასთან პირადად შეხება ჯერ არ მქონია. ახლა კიდევ ერთი ჩვენებისთვის ვემზადები, რომელიც მილანში ტარდება."