მაგიური ნოველისტის ამბებიდასაბამს ორი ქვეყნის სივრციდან იღებს. შტატები და იაპონია მუდმივად ცხოვრობს ჰარუკი მურაკამის გონებაში.მისტიური და მოულოდნელი სიუჟეტი მისი სავიზიტო ბარათია.
ორიგინალური სახელები და ერთი ამოსუნთქვით წაკითხული წიგნები. სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, თუ როგორ შეიყვარა მთელმა მსოფლიომ მურაკამის საინტერესო და ერთი შეხედვით არარეალური გმირები.
ეს არის წიგნები საუკეთესო ხუთეული წიგნები სადაც მურამაკი ცდილობს სამყაროს ალტერნეტიული სივრცეები იპოვოს. დაიკარგოს და თავიდან აღმოაჩინოს საკუთარი თავი. ყოველდღიური რუტინისგან გადაღლილ გონებას ახალი სიცოცხლე აჩუქოს და მეტად დააკვირდეს იმას, რაც მის გვერდით ხდება.
1),,სასწაულების ქვეყანა გაჩერების და დასასრულის გარეშე”

წიგნი ადამიანებზე, რომლებიც სიკვდილის შემდეგაც აგრძელებენ ცხოვრებას. სიუჟეტი მარტივად იკვლევს გზას სხვადასხვა ფილოსოფიის ოთახებში. როგორ ქრება ჩვენს ირგვლივ ის, რაც სულ ცოტა ხნის წინ ხილული და რეალური იყო.
ეს არის ამბები, რომელიც ერთმანეთს ენაცვლება ისტორიული ფაქტებიდან მისტიკამდე. არარეალური სამყაროდან ყოველდღიურ, ხელშესახებ ამბებამდე.
2),,დასაქოქი ჩიტის ქრონიკები“

მისტიური ამბავი შუა ხნის მამაკაცზე, რომელიც მოულოდნელად სამსახურის გარეშე დარჩება. ცოტა ხანში ირკვევა, რომ მისი ცოლი შეყვარებულია და სულ მალე მის მიტოვებას აპირებს. ფინანსური და მორალური მხარდაჭერის გარეშე დარჩენილი მთავარი გმირი გადაწყვეტს ყოველდღიურ სამყაროს სხვა თვალით დააკვირდეს. მთელი წიგნის განმავლობაში გვხვდება პერსონაჟი მეი კასახარი, გოგონა რომლის მიმართაც სხვადასხა სახის გრძნობები უჩნდება მთავარ პერსონაჟს ხან მეგობრული, ხან მამ-შვილური ხან კი ნამდვილი ვნებიანი სიყვარულით არის განწყობილი.
3) ,,კაფკა პლიაჟზე“

მურაკამი ერთ-ერთი საუკეთესო წიგნი,რომელიც გამოსვლისთანავე გაქრა დახლებიდან. საოცარი სიყვარულის ამბავი, რომელიც სინქრონულად მიჰყვება მასწავლებლის ტრაგედიის ისტორიას. ორი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი სიუჟეტი ოქროს შუალედის პოვნას ახერხებს. მკითხველისთვის წიგნი ბოლო ფურცლებამდე ამოუცნობ და იდუმალ ამბად რჩება.
4),, ნადირობა ცხვარზე“

ერთ-ერთი პირველი წიგნი, რომელმაც ავტორის პოპულარობა განაპირობა. რამდენიმე ნაწილად დაყოფილი ამბავი ადამიანის გონების სივრცეების დაპყრობას ცდილობს. მსოფილო ბესტსელერი დაუსრულებელი ისტორიის ილუზიას ქმნის.
წიგნის ლაიტმოტივად კი შემდეგი ფრაზა იქცა:
-,,მისი სიკვდილის შესახებ ტელეფონით, ძველი ნაცნობი შეგატყობინებს“
წიგნი კი თანამედროვე ლიტერატურის ერთ-ერთ საუკეთესო ნამუშევრად ითვლება.
შეგახსენებთ, რომ ქართველმა მკითხველმა მწერალი სწორედ ამ ტრილოგიის წყალობი გაიცნო.
5),ნორვეგიული ტყე“

2016 წლის რომანი მწერლის მორიგ ბესტსელერად იქცა. საინტერესო და იდუმალი სიყვარულის ისტორია. მთავარი გმირი, რომელიც ორი ადამიანისშეყვრებას ერთდულად ცდილობს.
ამბები, ისტორიები რომლებიც საინტერესო და ამავდროულად ძალიან სევდიანია.
სიკვდილი, სიყვარული, მოგონებები, ემოციები, დაშორება და წლების შემდეგ შეხვედრა.
ამ წიგნში ავტორი ჩვეულებრივ გრძნობებზე გვესაუბრება არაჩვეულებრივი თხრობის სტილით და ემოციით.





