გასული წლის განმავლობაში, მთავრობამ დიდი ოდენობის თანხა და ენერგია დახარჯა განათლების რეფორმებზე, რადგან აშკარაა რომ ეს არის სფერო, რითაც საქართველო მკვეთრად ჩამორჩება ევროპის ქვეყნებს, რომლებთან გათანაბრებაც სურს. გერმანული სწავლების სისტემის ქების და მისი ქართული ვარიანტის შექმნის სურვილი, ანდაც მასწავლებლების საცოდავი ხელფასის 50 და 100 ლარით გაზრდა - დასაფასებელი მცდელობებია, თუმცა მათ არ აქვთ არანაირი კავშირი იმ ძირეულ პრობლემასთან, რომელიც მოდებულია ყოველ ქართულ საგანმანათლებლო ინსტიტუციას შავი ზღვიდან კახეთამდე.
ეს პირველ რიგში ეხება ქართველ სტუდენტს, რომლის ქცევა სრულიად არ შეესაბამება იმ დაფასების დონეს, რასაც იგი მის მიმართ ითხოვს. ქართული უნივერსიტეტების სიტუაცია მართლაც შემაშფოთებელია.
ბრიტანეთში, უნივერსიტეტში წასვლა არ არის მხოლოდ დიპლომის მიღებისთვის საჭირო პროცესი. ეს არის გადასვლის პროცესი, რომლის დროსაც თვრამეტი წლის მოზარდები ტოვებენ სახლს და ნელ-ნელა იწყებენ ბავშვიდან ზრასრულად გადაქცევას. მათი მშობლები უკვე აღარ არიან ვალდებულნი ისინი ლოგინიდან წამოყარონ დილაობით და თავიანთ გაკვეთილებზე გაუშვან, ან მოუმზადონ მათ სადილი, ანდაც გაურეცხონ ტანსაცმელი. ზოგი ძნელად ეგუება დასაწყისს და საკუთარ თავს ზედმეტის უფლებს აძლევს, მაგრამ დროთა განმავლობაში ისინი კალაპოტში დგებიან, ან უნივერსიტეტს ტოვებენ.
როდესაც ეს სტუდენტები მაგისტრატურამდე მიდიან, ჯერ კიდევ გამოუცდელი ზრდასრულები არიან, მაგრამ გაცდენილი არიან იმ ეტაპს, როცა ღამეების თენება აღმაფრთოვანებელია და არავინ უშლით იმდენის დალევას, რამდენიც სურთ. ამ შემთხვევაში, მაგისტრატურის არჩევისას მათ იციან რა სურთ და არჩეული კურსის სერიოზულად გავლისთვის მზად არიან. მიუხედავად ყველაფრისა, ისინი ირჩევენ ამის გაკეთებას მაშინ, როდესაც ბაკალავრის ხარისხი თითქმის სავალდებულოც კია თანამედროვე მსოფლიოში, მაგისტრატურის გავლა კი ჯერ კიდევ უფრო სერიოზულ გადაწყვეტილებად ითვლება.
ასევე უნდა ითქვას, რომ ბრიტანულ უნივერსიტეტში სწავლების პირველ დღეს, სტუდენტებს არაერთხელ აფრთხილებენ გამოცდაზე თაღლითობისა და პლაგიარიზმის მიუღებლობის შესახებ. მსგავსი სახის დანაშაულზე სასჯელი მკაცრია, ხშირ შემთხვევაში კი მსგავსი სიტუაცია სტუდენტის უნივერსიტეტიდან გარიცხვით მთავრდება.
საქართველოს მაგალითის მოყვანის შემთხვევაში, გამოცდაზე თაღლითობა მიღებული პრაქტიკაა. ერთმა ახალგაზრდა ბაკალავრიატის სტუდენტმა მისი ესე ვიკიპედიიდან დააკოპირა. ყველა მისმა მასწავლებელმა მას მხოლოდ ის უთხრა, რომ ვიკიპედია არასანდო წყაროა და ეს აღარ გაეკეთებინა. აშკარაა, როგორი მკაცრი დასჯაც არის ეს. აქ მაგისტრატურის ლეველზეც, საერთაშორისო ინსტიტუტებში სტუდენტები რეგულარულად ეწევიან პლაგიატობას და შემდეგ გაკვირვებულები რჩებიან, როცა მათი ნიშნები მნიშვნელოვნად კლებულობს. მსგავსი საქციელის ჩამდენები ძირითადად ხშირად იმეორებენ იგივეს.
ისინი ასევე იღებენ ქულების პროცენტს უბრალოდ ლექციებზე დასწრების გამო, სადაც ძნელია მთელი საათი ჯდომა და ყურადღებით მყოფის განსახიერება, თუმცა ქართველი სტუდენტები მაინც ცდილობენ ჩაწერონ მათი მეგობრების სახელებიც დამსწრეთა სიაში. მსგავსი სახის აპათია შეიძლება პათეტიკურია, მაგრამ უფრო მეტად გამაოგნებელია ის მომენტი, როდესაც სემესტრის ბოლოს სტუდენტები იგებენ თავიანთ ქულებს და თავს უფლებამოსილად თვლიან საკუთარ ლექტორთან მისვლისა და უკეთესი ქულის მოთხოვნის. ეს უბრალოდ წარმოუდგენელიც კია ბრიტანეთში. ამასთან ერთად, ლექციებზე საუბარი და მობილური ტელეფონების გამოყენებაც კი შეიძლება გამართლებული იყოს მაშინ, როდესაც სტუდენტები თინეიჯერები არიან, მაგრამ არა მაშინ, როცა მათი ასაკი უკვე 24 წელია.
რამდენიმე წლის წინ, ქართველმა მაგისტრანტმა მოიგო დოქტორანტურის გრანტი ამერიკის პრესტიჟულ უნივერსიტეტში. ქართული უნივერსიტეტი ძალიან ამაყი იყო მისი სტუდენტით იქამდე, სანამ რამდენიმე თვის შემდეგ არ გამოაშკარავდა, რომ ქართველმა სტუდენტმა ამერიკული უნივერსიტეტში წასვლის შემდეგ, პირველივე გამოცდაზე გადაწერა სცადა. გასარკვევია, თუ რა კონკრეტულ ანტი–თაღლითურ მეთოდებს მიმართეს ამერიკელებმა, მაგრამ აშკარაა, რომ ქართველმა სტუდენტმა ვერ შეძლო იმ ხერხების გამოყენება, რასაც სამშობლოში უპრობლემოდ იყენებდა.
რთულია აღიქვა ის ხალხი სერიოზულად, რომელიც 30 წლის ნიშნულთან ასე ახლოსაა, მაგრამ ისე იქცევა, თითქოს ჯერ კიდევ თერთმეტი წლისაა. ეს უფრო მეტად შემაშფოთებელია იმის გამოც, რომ სტუდენტების უმრავლესობა უბრალოდ კარგი სამსახურის მოსაპოვებლად აგრძელებს სწავლას. ეს ტრაგედიაა იმ სტუდენტების მიმართ, რომლებიც მართლა შრომობენ დიპლომის მოსაპოვებლად და მათი მიღწეული წარმატება სხვების გამო უფასურდება.
პრობლემა აქ არა საგანმანათლებლო, არამედ კულტურულია, სრულიად განსხვავებულ მიდგომას საჭიროებს და არა ფულისა და გეგმების მიყრას განათლების მინისტრისათვის. პატივისცემა და დისციპლინა არ არის ბუნებრივი ახალგაზრდა ქართველებისთვის, თუმცა, ეს პრობლემა ვერ მოგვარდება მანამდე, სანამ მთავრობა არ შეძლებს ან მოინდომებს მის დანახვას.
ილუსტრაცია: Dan Cordero