ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უმსხვილესი, დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air ქუთაისი და ლონდონს (ლუტონი) შორის პირდაპირ ავიამიმოსვლას იწყებს.
მომსახურებით სარგებლობა ოფიცილაურად 18 ივნისიდან იქნება შესაძლებელი,კვირაში ორჯერ, ყოველ ხუთშაბათს და კვირას.
ყველა ავიარეისი 180 ადგილიანი "აირბას A320" და 230 ადგილიანი "აირბას A321" ტიპის საჰაერო ხომალდებით შესრულდება.
მგზავრებს უკვე შეუძლიათ ავიაბილეთების შეძენა ავიაკომპანიის საიტზე www.wizzair.com 105.99 ლარი/£34.99-დან.
კომპანიის ინიციატივა ხელს შეუწყობს საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის ტურისტული, სავაჭრო და საქმიანი ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას და შესანიშნავი არჩევანია, როგორც ტურისტული, ასევე ბიზნეს მგზავრებისთვის.
რეგიონის მიმართ ჩვენი ინტერესის გათვალისწინებით, კვლავაც გავაგრძელებთ ნაყოფიერ თანამშრომლობას ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტთან და სამომავლოდ ქართველ მგზავრებს, მათი მოთხოვნების გათვალისწინებით, შევთავაზებთ კიდევ უფრო მეტ საინტერესო შესაძლებლობას“ - ახადებს „ვიზეარის“ კომუნიკაციების მენეჯერი სორინა რაციმ.