ნატახტარი - ამბროლაურისა და ამბროლაური - ნატახტარის მიმართულებით ავიარეისები კვირაში ორჯერ, ოთხშაბათსა და კვირას განხორციელდება. ბილეთის ფასი დიდებისთვის 50 ლარი, ხოლო 12 წლამდე ბავშვებისთვის 35 ლარი იქნება . ჩვილებისთვის - უფასო.
გამგზავრების მსურველებს ასევე მოემსახურება მიკროავტობუსი , რომლიც რეისამდე ერთი საათით ადრე თბილისიდან, მეტრო "რუსთაველის" მიმდებარე ტერიტორიიდან ნატახტარის აეროდრომის მიმართულებით გადაიყვანს მგზავრებს. დამატებითი მომსახურება ავიაბილეთების შეძენის დროს არის გათვალისწინებული.
ფრენის განგრძლივობა 14:30 დან 16:00 გრძელდება. ნატახტარი - ამბროლაურის რეისებს ავიაკომპანია "სერვისეარი" ასრულებს.,ამჟამად სწორედ ეს კომპანია ფლობს ნატახტარის აეროდრომს.
შეგახსენებთ, რომ რეისები ასევე სრულდება მესტიის მიმართულებით. ავიაბილეთების შეძენა შეგიძიათ ტურისტულ კომპანია Vanilla Sky-ში.
საკონტაქტო ინფორმაცია : ნატახტარის ოფისი: (+ 995 32) 2428 428
ავიაბილეთები: (+995) 599 65 90 99;
თბილისის ოფისი: (+ 995 32) 2 427 427;
სამუშაო საათები: ორშაბათი - პარასკევი /10:00 – 18:00; შაბათი /10:00 -14:00.