ახალ ინსტრუმენტს სახელად Face Paint ქვია. ის საშუალებას იძლევა ადამიანის სახე 2D-ფოტოდან 3D-ფორმატში დარედაქტირდეს. პროგრამა ჩვეულებრივ პორტრეტს ნაწილობრივ მოცულობას მატებს. შესაძლებელია სახის მიბრუნება სხვადასხვა კუთხით. ასეთი ფუნქცია საშუალებას იძლევა ფოტოში შეტანილი ნებისმიერი ცვლილება მაქსიმალურად ბუნებრივად გამოჩნდეს, მათ შორის მაკიაჟის ან განსაკუთრებული ნახატის რედაქტირების აუცილებლობისას.
დაგეგმილია ახალი ინსტრუმენტის Adobe-ის სხვა პროგრამებში დამატებაც. სავარაუდოდ, ახალი ფუნქციით ყველაზე ხშირად დიზაინერები და რეტუშის სპეციალისტები ისარგებლებენ.