20 იანვარს დონალდ ტრამპის ინაუგურაცია შედგება. მანამდე კი, საპრეზიდენტო ვადის დასასრულისთვის ბარაკ ობამამ საკუთარ თაყვანისმცემლებსა და ამომრჩევლებს მცირე საჩუქარი მოუმზადა. მისი ინიციატივით თეთრი სახლის 360-გრადუსიანი ექსკურსია გადაიღეს. ჯერჯერობით ქსელში მხოლოდ მცირე მონაკვეთი გავრცელდა. მთლიანი ვიდეო მიმდინარე წლის განმავლობაში გამოქვეყნდება. ექსკურსიის გაძღოლას ბარაკს მიშელ ობამაც ეხმარება.