დეტროიტში, გამოფენაზე North American International Auto Show გერმანულმა კომპანიამ Volkswagen ახალი მოდელი VW Microbus წარმოადგინა, რომლის გამოშვება ჯერ კიდევ 60-იან წლებში დაიწყო.
რვა ადგილიანი მიკროავტობუსი ჰიპების მოძრაობისა და სერიალით „სკუბი-დუს“ დამსახურებით გახდა ცნობილი. ახლა ის ელექტრო ძრავაზე მუშაობს, სახელად კი I.D. Buzz ქვია.
ახალ დამუხტულზე მოდელს 600 კილომეტრის გავლა შეუძლია, ხოლო ნახევარი საათის განმავლობაში 80%-ით იმუხტება. ავტომობილი ავტოპილოტითაც აღჭურვილია: ლაზერული სკანერები, ულტრაბგერითი ხელსაწყოები, კამერები, რომლებიც მძღოლს ცვლიან.
კომპანია 2025 წლისთვის წელიწადში ერთი მილიონი მიკროავტობუსის გაყიდვას გეგმავს.