თავდაპირველად “მანიფესტი“ გერმანელმა მხატვარმა ჯულიანა როზეფელდმა არტ-ინსტალაციად დაგეგმა, თუმცა პროექტი სრულმეტრაჟიან კინოფირად იქცა.
ფილმში ყველა მთავარი როლი მსახიობმა ქეით ბლანშეტმა ითამაშა, სულ 13 გამოვიდა - ბალერინადან უსახლკარომდე და როკ-ვარსკვლავიდან სკოლის მასწავლებლამდე. ბლანშეტის ყველა გმირი მონოლოგს წარმოთქვამს, რომლებიც ხელოვნების ცნობილი წარმომადგენლების მანიფესტებს ეძღვნება.
90-წუთიანი ფილმის პრემიერა კინოფესტივალ „სანდენსის“ ფარგლებში, 19-29 იანვარს შედგება.