“სამეფო კარის თამაშების“ მსახიობი პიტერ დინკლეიჯი შესაძლოა „შურისმაძიებლების“ ახალ ფილმში ვიხილოთ, იუწყება The Hollywood Reposter. ამ ეტაპზე მსახიობთან მოლაპარაკება მიმდინარეობს.
თუ კონტრაქტს ხელი მოეწერება, ტირიონ ლანისტერის როლის შემსრულებელი მსახიობი „შურისმაძიებლები: უსასრულობის ომში“ და ასევე, „შურისმაძიებლების“ მეოთხე ნაწილში ვიხილავთ, რომელსაც ჯერჯერობით სათაური არ აქვს.
დინკლეიჯისთვის ეს Marvel-ის კინოსამყაროს პირველი როლი არ იქნება. მანამდე მსახიობმა მონაწილეობა ფილმში „იქს ადამიანები: წარსული მომავლის დღეები“ მიიღო.
ფილმის „შურისმაძიებლები: უსასრულობის ომი“ პრემიერა 2018 წლის მაისშია დაგეგმილი.