„ქალაქური მითები“ - ასე ქვია ახალ კომედიურ სერიალს, რომელსაც საფუძვლად ცნობილ ადამიანებზე შეთხზული მითები და ლეგენდები უდევს. მისი პირველი თრეილერი უკვე გამოქვეყნდა.
პირველი „მითის“ სიუჟეტში მაიკლ ჯექსონი, ელიზაბეთ ტეილორი და მარლონ ბრანდო 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ მანქანაში სხდებიან და ნოუ-იორკში გარბიან. მომდევნო ეპიზოდებში ახალგაზრდა ადოლფ ჰიტლერი ჩნდება, რომელიც სამხატვრო აკადემიაში ჩაბარებას ცდილობს.
მაიკლ ჯექსონის როლს ჯოზეფ ფაინსი, ელიზაბეთ ტეილორისას კი სტოკარდ ჩენინგი ასრულებს. ჰიტლერის როლი „ სამეფო კარის თამაშების“ ივან რეონს ერგო.
პირველი სერია 19 იანვარს ტელეარხის Sky Arts ეთერში გავა.