ხუთგზის “ოსკარის“ ნომინანტს და ორი „ოქროს გლობუსის“ მფლობელს ემი ადამსს კიდევ ერთი ჯილდო ერგო. მსახიობს სრულიად დამსახურებულად სახელობითი ვარსკვლავი გაუხსნეს ჰოლივუდის „დიდების ხეივანში“.
სამადლობელ სიტყვაში მსახიობმა მადლობა ორ რეჟისორს გადაუხადა: სთივენ სპილბერგს, რომელმაც ჰოლივუდში გზა გაუკვალა და ფილ მორისონს, რომელიც ემის პროფესიული კრიზისის დროს დაეხმარა.
„არ მეგონა, თუ სთივენ სპილბერგი დამირეკავდა და როლს შემომთავაზებდა, ეს იყო ფილმი „დამიჭირე, თუ შეგიძლია“. შემდეგ, მძიმე პერიოდის გადალახვაში, როდესაც კარიერის დატოვებას ვაპირებდი ფილ მორისონმა როლი ფილმში „ივნისის ხოჭო“ შემომთავაზა. ამ როლმა „ოსკარის“ პირველი ნომინაცია მომიტანა“ - აღიარა მსახიობმა.
ადამსის მხარდასაჭერად ვარსკვლავის გახსნაზე მისი მეუღლე - დარენ ლე გალო და ქალიშვილი არიანა მივიდნენ, ასევე, მისი კოლეგა ფილმიდან „ჩამოსვლა“, მსახიობი ჯერემი რენერი და რეჟისორი დენი ვილნევი.