ესპანელმა ბიოლოგებმა კუბის სანაპირო წყლებში აქამდე უცნობი მოლუსკი-ქამელეონი იპოვეს და ბრიტანელი მუსიკოსის, დევიდ ბოუის პატივსაცემად მისი სახელი დაარქვეს.
აღმოჩენის ავტორი კანარის კუნძულების ბიომრავალფეროვნების სამსახურის თანამშრომელი ლეოპოლდ მოროა. მეცნიერის თქმით, მოლუსკი ფერებს გამჭვირვალედან ნაცრისფრამდე იცვლის, რაც უხერხემლოთათვის იშვიათობაა.
ბოუის სახელი ამ მიზეზის გამო შეირჩა. მთელი კარიერის განმავლობაში ბრიტანელი მუსიკოსი გარეგნობას მრავალჯერადად იცვლიდა.