ASC - ამერიკის კინოოპერატორთა საზოგადოების დაჯილდოება 4 თებერვალს ჰოლივუდში გაიმართება. ნომინანტებს შორია არიან ის ადამიანები, ვინ „ლა ლა ლენდი“, „ლომი“, „სიჩუმე“, „ჩამოსვლა“ და „მთვარის შუქი“ შექმნეს.
ბოლო 10 წლის განმავლობაში ASC-ის ჯილდოს საუკეთესო ოპერატორის კატეგორიაში გამარჯვებულებმა „ოსკარიც“ მიიღეს. ეს ფაქტი ჯილდოს ერთიორად მნიშვნელოვანს ხდის.
The Hollywood Reporter-ის ცნობით წელს ნომინაციაში „საუკეთესო გამოსახულება“ ესპანელი ოპერატორი გორკა გომეზ ანდრიუა წარდნეგილი რუსუდან გლურჯიძის ფილმისთვის „სხვისი სახლი“.
„სხვისი სახლი“ რუსუდან გლურჯიძის სადებიუტო ნამშევარია, რომელმაც 2016 წელს „ოქროს პრომეთე“ აიღო. გარდა ამისა, ფილმს არაერთი საერთაშორისო ჯილდო აქვს მოპოვებული, მათ შორის მთავარი პრიზები კარლოვი ვარის, ბერგენისა და ევრაზიის საერთაშორისო ფესტივალებზე.