26 წლის მომღერალმა The Weeknd ახალი წელი სუფთა ფურცლიდან დაიწყო. სანამ ყველა მისი და მოდელის, ბელა ჰადიდის შერიგებას ელოდნენ, მომღერალმა ახალი რომანი არანაკლებ ცნობილ სელენა გომესთან წამოიწყო. მათი რომანი პაპარაცულმა ფოტოებმა დაადასტურა, სადაც წყვილი მოურიდებლად ეხვევა და კოცნის ერთმანეთს. ისინი ურთიერთობის დამალვას სულაც არ აპირებენ.