ბოუი მას საუკეთესო მეგობარს და მსოფლიოში ყველაზე ლამაზ ქალს ეძახდა. სუპერმოდელმა იმანმა, რომელი 1992 წლიდან დევიდ ბოუის რიგით მეორე ოფიციალური მეუღლე იყო, მუსიკოსის პატივსაცემად ოჯახური ფოტოები გააზიარა.
„10 იანვარი, 2016 წელი. ნიუ-იორკის ცათამბჯენები. უკუნითი უკუნისამდე. სიყვარული სამუდამოდ. ბოუი სამუდამოდ“ - ასეთი წარწერა გაუკეთა ფოტოს Instagram-ზე, რომელზეც ორი ცისარტყელაა გამოსახული.
ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც დევიდ ბოუი ღვიძლის კიბოსგან გარდაიცვალა. ეს წელი განსაკუთრებით მძიმე იყო იმანისთვის. მეუღლის გარდაცვალებიდან სამი თვის თავზე დედა - მარიამ აბდულმაჯიდა დაკრძალა, ქორწინების 24-ე წლისთავი კი მარტომ აღნიშნა.
ოთხი დღის წინ, 8 იანვარს, დევიდის დაბადების დღეზე მოდელმა საარქოვო ფოტოც გააზიარა. ამ დღეს დევიდ ბოუი 70 წლის გახდებოდა.
იმანმა და დევიდმა ერთმანეთი საერთო მეგობრის წვეულებაზე გაიცნეს, 2 წლის შემდეგ კი იქორწინეს. ისინი მსოფლიო შოუ-ბიზნესის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ და ჰარმონიულ წყვილად აღიარეს. დევიდს და იმანს საერთო ქალიშვილი - ალექსანდრია ლექსი ჯონსი ყავთ, რომელიც ახლა 16 წლისაა.