2016 წლის ორი ყველაზე მოთხოვნადი მოდელი, დები ჯიჯი და ბელა ჰადიდები საკუთარ წარმატებას პირველ რიგში დედას უმადლიან. იოლანდა ფოსტერი ყოფილი მოდელია, რომელმაც კარიერა შვილების გამო დატოვა, დღეს კი შვილების ცხოვრებაში აქტიურ მონაწილეობას იღებს. ინტერვიუებში ჯიჯი და ბელა ხშირად აღნიშნავენ, რომ იოლანდა მათი საუკეთესო მეგობარი და მრჩეველია.
დედისთვის მადლობის გადახდის კიდევ ერთი მიზეზი მისი დაბადების დღე გახდა. ამ თარიღთან დაკავშირებით ჯიჯიმ და ბელამ ემოციური ფოტოები და მილოცვის ტექსტები საკუთარ Instagram-ზე ატვირთეს. ფოტოებზე ახალგაზრდა იოლანდა და სულ პაწაწინა დები არიან გამოსახული.