ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ თავის გამოსამშვიდებელ სიტყვაში ცრემლები ვერ შეიკავა, როდესაც მეუღლესა და შვილებს მიმართა. პრეზიდენტის თქმით, მიშელი არამხოლოდ მისი მეუღლე, არამეც მისი საუკეთესო მეგობარია. რაც შეეხება შვილებს, მან აღნიშნა, რომ ამაყი მამაა.
„მიშელ რობინსონ, 25 წლის განმავლობაში, შენ არამხოლოდ ჩემი მეუღლე, არამედ ჩემი საუკეთესო მეგობარიც ხარ. შენ ის როლი მოირგე, რომელიც არც გითხოვია. შენ გაქვს მტკიცე ხასიათი და კარგი იუმორი. შენ თეთრი სახლი იმ ადგილად აქციე, რომელიც ყველას ეკუთვნის. მე ვამაყობ შენით, ქვეყანა ამაყობს შენით“ - განაცხადა ბარაკ ობამამ.
ბარაკ ობამას, როგორ აშშ-ის პრეზიდენტის Twitter-ში ბოლო განცხადება სოციალურ ქსელების ჩანაწერებს შორის ყველაზე პოპულარული გახდა — 1,5 მილიონზე მეტი მოწონება და თითქმის 725 ათასი გაზიარება.
„მადლობა ყველაფრისთვის. ჩემი ბოლო თხოვნა ისეთივეა, როგორც პირველი. გთხოვთ გჯეროდეთ — არა ჩემი ცვლილებების მოხდენის უნარის, არამედ თქვენი“ - დაწერა ობამამ.
Thank you for everything. My last ask is the same as my first. I'm asking you to believe—not in my ability to create change, but in yours.
— President Obama (@POTUS) January 11, 2017
აშშ-ის პრეზიდენტის Twitter-ის ოფიციალური პროფილი, რომელიც 13 მლნ ადამიანს აქვს გამოწერილი, 20 იანვარს ახალ პრეზიდენტს გადაეცემა. სწორედ ამ დღეს გაიმართება ვაშინგტონში დონალდ ტრამპის ინაუგურაცია.