პრინც ჰარისა და მეგან მარკლის ურთიერთობა გრძელდება. შეყვარებულები ცდილობენ უფრო და უფრო მეტი დრო გაატარონ ერთად.
სულ ახლახანს, პრინცმა და მისმა რჩეულმა რვა დღე ერთად დაისვენეს ნორვეგიაში, დატკბნენ მშვენიერი ბუნებით და ცხელი შოკოლადით, რომელიც სხვათაშორის მეგანს ძალიან უყვარს.
საინტერესოა, რომ ზოგიერთმა ჟურნალისტმა გამოითვალა თუ რა დაჯდებოდა მათი ერთობლივი დასვენება. ეს თანხა დაახლოებით ათი ათას დოლარს შეადგენს.