ბრიტანული ყველაზე გავლენიანი და ავტორიტეტული გამოცემის - Gramophone-ის რეიტინგში ქართველი მევიოლინე ლიზა ბათიაშვილი პირველ ადგილზე მოხვდა. ლიზასთან ერთან ამ ადგილს ცნობილი ისრაელელი დირიჟორი და პიანისტი დანიელ ბარენბოიმი და ბერლინის სახელმწიფო კაპელა ინაწილებს. ალბომი, რომელზევ მათი ერთობლივად შესრულებული პეტრე ჩაიკოვსკის და იან სიბელიუსის კონცერტია ჩაწერილი, საუკეთესოდ აღიარეს.
ლიზა ბათიაშვილი 1991 წელს ოჯახთან ერთად საცხპვრებლად გერმანიაში გადავიდა და ჰამბურგის მუსიკისა და თეატრის უმაღლესი სკოლაში განაგრძო სწავლა. 2001 წელ პირველი ალბომი გამოუშვა, სადავ ბახის, შუბერტის და ბრამსის ნაწარმოებებს ასრულებს. ბათიაშვილისთვის დაიწერა მაგნუს ლინდბერგის სავიოლინო კონცერტი, რომელიც მან პირველად 2006 წელს შვედეთსა და აშშ-ში შეასრულა.