პირველად ბრენდის ისტორიაში, Maybelline-ის სახე ამერიკელი, სილამაზის ბლოგერი მენი გუტიერეზი გახდა.
The Guardian-ის ცნობით ბლოგერი ახალი თვალის ტუშს Maybelline The Colossal Big Shot-ს წარმოადგენს.
მენიმ საკუთარი YouTube-ის არხი 2004 წელს შექმნა. დღეს მას Instagram-ზე 3 მილიონი ხელმომწერი ყავს. სილამაზის ბლოგერი თვლის, რომ მამაკაცებს ისევე შეუძლიათ კოსმეტიკის გამოყენება, როგორც ქალებს და ვიდეოებში ძალიან თამამი მაკიაჟის კეთებას ასწავლის.
აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი მამაკაცი, რომელივ დეკორატიული კოსმერიკის ხაზის წარმომადგენელი გახდა. ოქტომბერში ბრენდმა CoverGirl სათანამშრომლოდ სილამაზის ბლოგერი ჯეიმს ჩარლზი მიიწვია.