55 წლის ჯორჯი და 38 წლის ამალი შესაძლოა მალე მშობლები გახდნენ, გავრცელდა ხმები რომ ამალ ქლუნი ორსულადაა და ტყუპებს ელოდება.
ამის შესახებ ინფორმაცია ლიბანურმა გამოცემამ The Daily Star გაავრცელა. მოგეხსენებათ, რომ ამალი წარმოშობით ლიბანიდანაა. გამოცემას ახალი ამბავი ამალის ლიბანელმა მეგობარმა გაუზიარა.
ხმებს ის ფაქტიც ამყარებს, რომ ფაქტობრივად, ამალი ნოემბრის მერე ფართო საზოგადოების წინაშე არ გამოჩენილა.
ჯორჯი ქლუნი და ამალ ალამუდინი(ახლა უკვე ქლუნი) 2014 წელს ვენეციაში დაქორწინდენ.