ადამიანები მუდამ სრულყოფისაკენ ისწრაფიან, ზოგიერთი მათგანი კი მიზნის მისაღწევად რას არ აკეთებს.
24 წლის კვენტინ დეარი და 21 წლის ანასტასია რესკოსი ერთმანეთს ორი წლის წინ შეხვდნენ და მათი სასიყვარულო ურთიერთობაც დაიწყო. აღმოჩნდა, რომ ორივეს ძალიან უყვარს ბარბი. მათ ერთად 357 პლასტიკური ოპერაცია გაიკეთეს და ახლა ცხოვრობენ ტკბილად და ბედნიერად, ბარბის და ქენის მსგავსად.
მათ არ ჩამორჩება მეორე წყვილი. 26 წლის ფიქსი ფოქსი სტოქჰოლმიდანაა, რომელმაც 17 პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა, ხოლო 35 წლის ჯასტინ ჯედლიკი ლოს-ანეჯელისადან, რომელმაც 340-ზე მეტი პლასტიკური პროცედურა გაიარა. ჯასტინი ცოტა ხნის წინ განქორწინდა მეუღესთან, რომელთანაც სამწლიანი ქორწინება აკავშირებს.
ფიქსის მომავალში ერთადერთი გეგმა აქვს - სრულყოფილ ქალად გარდაქმნა! ახლა წყვილი, რომელიც პლასტიკური ქირურგიის სიყვარულმა დააკავშირა, ერთად აგრძელებს ცხოვრებას.