7 იანვარს, თბილისში ვარდების მოედნიდან სამების საკათედრო ტაძრამდე ყოველწლიური საშობაო მსლელობა „ალილო“ გაიმართება.
საქართველოში მართლმადიდებლები ერთ-ერთ უდიდეს ქრისტიანულ დღესასწაულს — შობას აღნიშნავენ. შობის ღამეს საქართველოს ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში სადღესასწაულო ღვთისმსახურება შედგა. საქართველოს პატრიარქმა სადღესასწაულო ლიტურგია სამების საკათედრო ტაძარში აღავლინა.
დღეს,14:00 საათზე ვარდების მოედნიდან სამების საკათედრო ტაძრამდე, ყოველწლიური მსვლელობა „ალილო“ გაიმართება. „ალილოს“ მსვლელობის ისტორია 15 საუკუნეს ითვლის და მისი მთავარი მიზანი ქველმოქმედებაა.