ბუკინჰემის სასახლის მაცხოვრებლებს სამეფო გვარდია განუწყვეტლივ აკვირდება და იცავს. აღმოჩნდა, რომ ამ ფაქტს უარყოფითი მხარეც აქვს.
ერთ-ერთმა სამხედრომ ჟურნალ The Times-ს უამბო, რომ ერთხელ, შემთხვევით, კინაღამ დედოფალ ელისაბედ II-ს ესროლა. გვარდიელის თქმით, შემთხვევა ღამით მოხდა, როდესაც უძილობით შეწუხებულმა დედოფალმა ბაღში გასეირნება გადაწყვიტა. მცველმა ბინდში მოსიარულე ფიგურა დაინახა, იარაღი მოიმარჯვა და დაუყვირა: „ვინ ხარ?“
მისდა გასაოცრად, თავად დედოფალმა უპასუხა. გაოგნებულმა გვარდიელმა წამოიძახა: „ჯანდაბა, თქვენო უდიდებულესობავ! კინაღამ გესროლეთ!“
გვარდიელი უპატივცემულო ტონის მოუხედავად არ დასჯილა. „არაუშავს, შემდეგ ჯერზე დავრეკავ და გაგფრთხილებთ, რომ არ მესროლოთ“ - უპასუხა მისმა უდიდებულესობამ.