ახლა კი, ცნობილი გახდა, რომ ჰილარი და ბილ კლინტონები 20 იანვარს დონალდ ტრამპის ინაუგურაციას დაესწრებიან. ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტის თანაშემწეებმა და შტატის სახელმწიფო მდივანმა განაცხადეს.
ინაუგურაციას ასევე დაესწრებიან ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი ჯორჯ უოქერ ბუში და მისი მეუღლე - ლაურა ბუში.
სახელმწიფოს ყოფილი მმართველები ჩვეულებრივ, ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციას ესწრებიან. თუმცა, ამ დრომდე, ჯიმი კარტერი ერთადერთი პრეზიდენტი იყო, რომელმაც საჯაროდ განაცხადა, რომ ტრამპის ინაუგურაციას დაესწრებოდა.
რაც შეეხება ჯორჯ ჰერბერტ უოქერ ბუშს, უმცროსი ბუშის მამას, CNN-ის მიხედვით, ის ჯანმრთელობის პრობლემების გამო ცერემონიაზე დასწრებას ვერ შეძლებს.