უკვე 100 წელზე მეტია ვიცით, რომ XX საუკუნის დასაწყისისთვის უდიდესი სამგზავრო გემი - ტიტანიკი აისბერგთან შეჯახების გამო ჩაიძირა.
თუმცა, ახალ დოკუმენტურ ფილმში Titanic: The New Evidence სრულიად სხვა თეორია განიხილება.
ექსპერტების აზრით, ტიტანიკის ჩაძირვის მიზეზი ცეცხლი გახდა, რომელიც გემის ნაწილებს 3 კვირის განმავლობაში წვავდა, თუმცა, ყველასათვის შეუმჩნეველი დარჩა.
ჟურნალისტი სენან მოლონი ტიტანიკის გასვლამდე გადაღებულ ფოროებს იკვლევდა და აღმოაჩინა შავი ნიშნები, დაზიანება იმ ადგილას, რომლითაც გემი აისბერგს შეეჯახა.
ექსპერტები ამბობენ, რომ ეს ნიშნები საქვაბე ოთახებში ცეცხლის არსებობას ადასტურებს. მათი აზრით, ამას შესაძლოა, გემის ფოლადის კორპუსი, შემდეგ კი, აისბერგის მიერ მისი საბოლოო დაზიანება გამოეწვია.