თუ ვინმეს ეჭვი გეპარებათ, რომ „სამეფო კარის თამაშების“ მსახიობი სოფი ტერნერი და DNCE-ის ფრონტმენი (და ერთ-ერთი ჯონასი) ჯო ჯონასი ერთმანეთს ხვდებია, დადასტურება სახეზეა. სოფიმ საკუთარ Instagram-ზე შეყვარებულის ფოტო ატვირთა.
როგორც ჩანს, ახალგაზრდები ახალი წლის აღსანიშნავად მაიამიში გაემგზავრნენ. ისინი ერთად 30 დეკემბრის კონცერტზეც შენიშნეს.
ხმები 20 წლის ტერნერის და 27 წლის კონასის ურთიერთობის შესახებ გასული წლის ნოემბერში, Kings of Leon-ის როტერდამის კონცერტის შემდეგ გავრცელდა, სადაც წყვილი შეამჩნიეს, როდესაც ერთმანეთს კოცნოდნენ.